ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხელვაჩაურში 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებული სასამართლოს ეზოში ახლო ნათესავის ოჯახის წევრებს (ე.პ-სა და ა.პ.-ს) დაუპირისპირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ძალადობაში ბრალდებული ორივე პირის გაღიზიანება ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია. განაჩენის მიხედვით, მათ ნათესავს ერთი წელი ე.პ.-ს ოჯახში ძალადობისთვის მიესაჯა.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ნათესავები, ამჯერად თავად დაუპირისპირდნენ ე.პ. და ა.პ.
55-ი და 30 წლის ბრალდებულებს პოლიცია ჯგუფურად ძალადობის ჩადენას ედავება. თუ დანაშაული დაუმტკიცდათ, მათ 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა 55 წლის პირი თურქეთის საქართველოს საზღვარზე დააკავეს. 30 წლის მოქალაქე კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.