პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე მოზარდი დააკავეს - შსს

27 მარტი 2019, 00:00 2130 ნახვა

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების, სოციალურ ქსელში გავრცელების ფაქტზე სამართალდამცველებმა მოზარდი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ის დანაშაულის აღიარებს. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საგამოძიებო პროცესი გრძელდება. ვიდეო youtube-ზე გავრცელდა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე შემკვეთი არ იკვეთება. 

''ამ ეტაპზე, მოვახერხეთ და დავაკავეთ მოზარდი. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიების დასრულების შემდეგ მეტი დეტალის შესახებ შეგვეძლება საუბარია. მოზარდმა ატვირთა ვიდეო, როგორც ჩემთვის ცნობილია აღიარებს ამ ქმედებას. პირადი თემა არ ყოფილა, ანუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ვიდეო ატვირთა youtube-ზე''. შინაგან საქმეტა სამინისტროს აკისრია ვალდებულება, დანაშაული უნდა აღვკვეთოს. ეს გავაკეთეთ, გამოვავლინეთ და ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ'' - უთხრა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. 

მინისტრის მოადგილე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელება, გადაგზავნა, შენახვა და ატვირთვა დანაშაულია. ასეთ ფაქტებზე კი სამინისტრო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. 

''სამწუხაროა, რომ ხშირად ისმის საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან მოწოდებები, თითქოს რაღაც ქმედება არ უნდა ისჯებოდეს, თითქოს გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვა. ჩვენ, ჩვენს პასუხიმგებლობას ვიზიარებთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ და საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვან, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის წამხალისებელი. მოზარდი გვყავს დაკავებული და გთხოვთ ყველას ასეთი მოწოდებებისგან თავი შეიკავეთ'' - თქვა მეზვრიშვილმა. 

პოლიტიკოსს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში გაავრცელეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც ვიდეო ნახეს, ასევე მეგობრებს გადაუგზავნეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე 16 პირი დააკავა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი