თევრათ გორგილაძის ქუჩის აბონენტებს წყალი გაეთიშებათ

26 მარტი 2019, 00:00 1666 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე თევრათ გორგილაძის ქუჩას წყალი შეუწყდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ სანიაღვრე სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს, კონტრაქტორმა კომპანიამ 500მმ-იანი წყალმომარაგების მილი ავარიულად დააზიანა. 

ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე შესაძლოა წყლის ამღვრევის ფაქტი დაფიქსირდეს - ამის შესახებ კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს.   

''მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. გთხოვთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში