''რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს" - ნატოს გენერალური მდივანი

25 მარტი 2019, 00:00 1090 ნახვა

"როდესაც მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი, იმდენად, რამდენადაც, ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას," - ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ამ პროცესში რუსეთის მკვეთრ უარყოფით პოზიციაზე დასმულ შეკითხვას.  

"ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ყველა ერს გააჩნია თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდება. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ, ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანების და ა.შ. აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში. ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი, იმდენად, რამდენადაც, ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას. საქართველოსთან მეზობლობა ჩრდილოეთით რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ ნორვეგიაც არის მსგავს სამეზობლოში. რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. 49 წელს გახდა წევრი, სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ.

აქედან გამომდინარე, ეს შეეხებოდა ნორვეგიას, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, 29 ალიანსის წევრი ქვეყნისა და თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ალიანსში ვთქვით, ყველა მოკავშირე ქვეყანამ განაცხადა რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს გარეთ, საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი. თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, ამაზე ვისაუბრეთ სწორედ ჩვენ, ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში. აუცილებელია თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია, სასამართლო სისტემის, ნატოს სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენ ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ და მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთად ვმუშაობ ავღანეთში, ნატოს სწავლებებში, რაც დღეს იწყება. ეს ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად გაწევრიანებისთვის" - განაცხადა ნატოს გენერალური მდივანმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი