ბათუმში, ლერმონტოვის 80 ნომერში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ხანძარი ბარაკის ტიპის სახლს გაუჩნდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია იყო თუ არა სახლში ვინმე. .
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ადგილზე მიდის.
ავტორი: გიული ბერიძე