ბათუმის საკრებულოში ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილას დაგეგმილი ცათამბჯენების პროექტის განხილვის დროს, კომპანია ''ალიან სიტის'' წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სურვილი აქვთ მაგნოლია შეისყიდონ და მის ნაცვლად ახალი, თანამედროვე ტიპის შენობა ააგონ.
ე.წ. მაგნოლიას კორპუსი, სწორედ ლუჟკოვის სახლის მომიჯნავედ მდებარეობს.
''ალიანს სიტის'' წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციის შედეგ დაფიქრდნენ. მოქალაქეები წერდგენ, რომ დასანგრევი სწორედ მაგნოლია იყო, რადგან შენობა უსახურია.
"ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და გვინდა საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის მნიშვნლოვან საკითხზე დავიწყოთ მუშაობა. გავეცანით საზოგადოების რეაქციას სოციალურ ქსელში, რომლებიც მაგნოლიაზე წერდნენ, და მის ნაცვლადაც ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობთ, როგორც ბიზნესკომპანია" - თქვა შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა გოჩა კამკიამ.
ხიმშიაშვილის ქუჩაზე ''თეთრი მაგნოლიას'' მშენებლობა ცენტრ პოინტმა, 2005 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსი კი კომპანია “დექსუსმა” 2011-ში დაასრულა. ობიექტის ბათუმის მერიას ექსპლოატაციაში მიღებული არ აქვს. კომპანიის წარმომადგენლები უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო დააჯარიმეს. მერიაში ამბობენ, რომ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.
შენობაში ბინების ნაწილი ამ დრომდე დაკეტილია, გაუმართავია ინფრასტრუქტურაც.