ელექტრომობილების მეპატრონეების მოთხოვნები ექვს პუნქტად 

20 მარტი 2019, 00:00 1866 ნახვა

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებს, მოტოციკლებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ, აჭარის მთავრობაში წერილი შეიტანეს. განცხადებაში მოთხოვნები ექვს პუნქტად არის გაწერილი. ისინი რეგულაციების გადავადებას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ახალი გამკაცრებული წესებით იმოქმედებენ, რის შესახებაც განცხადებაში პუნქტობრივად წერენ.

ელექტრომობილების მეპატრონეთა განცხადებაში წერია: მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკრებულომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი საკითხები: 

1. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდოს მინიმუმ ერთი წლით. 

2. არსებული ელექტრომობილების ნაცვლად 1300-სა შემცირდეს 300 ერთეულამდე. 

3.საერთოდ ამოღებული იქნეს ორბორბლიანი ე.წ. ბაიკერები.

4.  ელექტრომობილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად შეადგენს 50 კმ.სთ. შეიზღუდოს 20 კმ საათამდე. 

5. არასრულწლოვნებზე ელექტრომობილის მიქირავება საერთოდ აიკრძალოს. 

6. აიკრძალოს ელექტრომობილების მიქირავება იმ პირებზე, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან. 

აკრძალვების შესახებ გადაწყვეტილება ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში, ვრჩებით შემოსავლის გარეშე, ბანკიდან გამოტანილი სესხებით''. 

მცირე მეწარმეები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს მოქალაქეების ჩართულობით უნდა მიეღო, სხდომაზე საკითხის დაყენებამდე კი აზრი ელექტრომობილების მეპატრონეებისთვისაც უნდა ეკითხათ. 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი