ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი, გზის მარცხენა კუთხეში გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელიც ამ წუთებში ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. ექიმების თქმით, მას ფეხი აქვს დაზიანებული.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ლერმონტოვის ქუჩიდან გოგასალზე შედიოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მძღოლმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ საავტომობილო გზა ვიწროა, ავარიული სიტუაცია შეიქმნა, გადაწყვეტილება კი სწრაფად მიიღო: ''მოძრავ ავტომობილზე დაჯახებას, ვამჯობინე გაჩერებულს შევჯახებოდი''.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
სტაჟიორი ანა ახალაძე