აჭარის მთავრობის აპარატში 4 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა. მათ შორისაა საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, რომელიც ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე დავითაძე განათლების მინისტრის მოადგილედ გადავიდა. აპლიკანტს ამ პოზიციის დასაკავებლად 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მაგისტრის ხარისხი მოეთხოვება.
ასევე საჯარო სამსახურში სამწლიანი მუშაობის გამოცდილებაა საკონკურსო პირობა იურიდიული განყოფილების უფროსის, შესყიდვების განყოფილების უფროსისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციებზეც. განაცხადების მიღების ვადა 23 მარტამდეა. მთავრობის აპარატში ასევე ვაკანტურია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია.