„ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“ საერთაშორისო ექსპერტი გაეცნო

17 მარტი 2019, 00:00 1108 ნახვა

„ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში აჭარაში  საერთაშორისო ექსპერტი იმყოფებოდა. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში პროექტის მიმდინარეობას ეცნობოდა.  გაიმართა ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრაც, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და პროექტში ჩართული მედიკოსები ესწრებოდნენ. ტომას ნიკოლსონმა მათ მონიტორინგის შედეგები გააცნო და მოისმინა ასევე მოსაზრებები.“

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“ აჭარის რეგიონი გასულ წელს შეუერთდა. მიზანი  რეგიონში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის სკრინინგი და დროული გამოვლენაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  სხვა რეგიონებისგან განსხვავებით აჭარაში აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე ფიქსირდება, რასაც უწყების ინფორმაციით ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოდან  გამოკვლეულია 4 ათას 448 პირი, პირველადი სკრინინგით C-ჰეპატიტი 86 პირს დაუდგინდა,  ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი