''ამ ეტაპზე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე'' - სუს-ი

15 მარტი 2019, 00:00 1493 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. უწყებაში ამბობენ, რომ კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

სუს-ის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

''სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში რუსი ჯარისკაცების შესვლის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. ხურვალეთის გადასასვლელთან პოლიციელები არიან მობილიზებულები და მოქალაქეებს სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი