გზა მოასფალტდა, გახსნა დაანონსდა, გაიხსნა და დაზიანების გამო ისევ ჩაიკეტა

14 მარტი 2019, 00:00 4836 ნახვა

გზა მოასფალტდა, გახსნა დაანონსდა, გაიხსნა და დაზიანების გამო ისევ ჩაიკეტა - საუბარია თამარ მეფის გამზირზე. მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს სატესტო რეჟიმი იყო. გამოვლინდა ხარვეზები, ახლა კი მისი გამოსწორება მიმდინარეობს.  

თუ გზა იტესტებოდა და მისი ხელახლა ჩაკეტვა არ იყო გამორიცხული, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ აალაგეს გვერდით ზოლში მოწყობილი დროებითი გზაგამყოფი. მოკლედ ის რაც ვნახეთ შემდეგია - გზის რამდენიმე მონაკვეთი დამსკდარი და ჩავარდნილი იყო. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში, აცხადებენ, რომ დაზიანების გამო თავადაც იზარალეს, მიზეზად კი გზის საფუძველს ასახელებენ, რომელიც მათი თქმით დაზიანებულია.  

სამუშაოების დაწყებამდე, იყო თუ არა შესწავლილი ტერიტორია? ეს და კიდევ ბევრი კითხვა გვქონდა ბათუმის მერიასთან, თუმცა სულხან ევგენიძემ გადაცემაში მონაწილეობაზე დღეს უარი გვითხრა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში