გაუქმდება თუ არა ე.წ. ზონალური საბჭო - ''დაიცავი ბათუმის'' წევრები თორნიკე რიჟვაძეს ხვდებიან

14 მარტი 2019, 00:00 1797 ნახვა

საინიციატივო ჯგუფის ''დაიცავი ბათუმის'' წევრები მთავრობის სახლში თორნიკე რიჟვაძეს ხვდებიან. შეხვედრზე საინიციატივო ჯგუფის წევრების ნაწილმა უარი განაცხადა. ნათია ზოიძე და ნათია აფხაზავა მთავრობის შენობასთან მივიდნენ და განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ვინაიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  შეთავაზებულ  პროფესიულ პირებთან შეხვედრას არ დათანხმდა, ამ შეხვედრას არ დაესწრებიან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის მთავრი თემა ე.წ. ზონალური საბჭო იქნება. სამოქალაქო სექტორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულ საბჭოს, ძეგლთა დაცვის საბჭოსთან შერწყმას ითხოვენ.

ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატორები რეგიონის პირველი პირის პოზიციას დღეს გაიგებენ. მათთან შეხვედრამდე მთავრობაში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძესთან საბჭოს ფორმირებაზე მსჯელობა არაერთხელ ყოფილა და ამ თემაზე დღესაც ისაუბრეს.

მისი თქმით,  უცნობია ე.წ. ზონალური საბჭო რა ფორმით და ვის დაქვემდებარებაში იმუშავებს. განიხილება როგორც მთავრობა, ასევე განათლების სამინისტრო და სააგენტო. ზაურ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საჭიროა საბჭოში იყვნენ სპეციალისტები და  ექსპერტები.

შეხვედრას არ ესწრება საზოგადოება ''ბათომის'' წევრები, მათთან შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარეს არ ჩაუნიშნია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი