შსს-მ ქურდობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

14 მარტი 2019, 00:00 1737 ნახვა

ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.  

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი