აჭარაში წითელას 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

13 მარტი 2019, 00:00 1470 ნახვა

აჭარაში წითელას 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 4 პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ქვეყნის მასშტაბით კი ინფიცირებულთა რიცხვი 2 ათასს აღწევს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დაავადება მაღალი გადამდებლობით ხასიათდება და წითელას ეპიდაფეთქების შესაჩერებლად  პრევენციის ერთადერთი ეფექტური გზა ვაქცინაციაა. აცრა უფასოა. 1 და 5 წლის ასაკში ის სავალდებულოა. ბოლო მონაცემებით,  არაგეგმიური ვაქცინაცია  7 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი