საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საქმე, დამატებითი გარემოებების დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს. დავით ზალკანიანის თქმით, საგარეო უწყება მუდმივ კავშირზეა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ასევე ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა.
''ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, გუშინ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბუნებრივია ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. სანამ ჩვენთვის ცნობილი გახდება ყველა გარემოება, გადავდგით ნაბიჯები იმისთვის რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებთან. მუდმივა კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან'' - განაცხადა დავით ზალკანიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონში თავი მოიკლა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებული ჰყავდა.