''არა ქიმიურ ტერმინალს''- აქცია ბათუმის მერიასთან 

12 მარტი 2019, 00:00 1575 ნახვა

კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას მოქალაქეები აპროტესტებენ.​ ​საინიციატივო ჯგუფის ''ქიმიური შეტევა ბათუმზე'' წევრები ბათუმის მერიასთან იკრიბებიან.

აქციის მონაწილეებმა შენობასთან ბანერი ''არა ქიმიურ ტერმინალს'' მიიტანეს. 

აქცია სოციალურ ქსელში, ლაშა კომახიძის განცხადების შემდეგ დაანონსდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დაწერეს: ''დღეს ბათუმს კლავენ, შევიკრიბოთ მერიასთან''. 

ქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კარბამიდის ტერმინალი ტურისტულ ქალაქს საფრთხეს არ შეუქმნის და მშენებლობაზე ნებართვა დღეს გაიცემა.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში