ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი დაიწყო, რომელიც 15 ნოემბერს გალა-კონცერტით დასრულდება.
ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფოლკლორისტების, რეგიონების ლოტბარ-რეგენტებისა და 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით რეპეტიციები მიმდინარეობს.
პროექტში საქართველოს ყველა რეგიონიდან სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობს. გალა კონცერტზე შესრულდება საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.