სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

13 ნოემბერი 2025, 17:37 125 ნახვა

2025 წლის 13 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა. განხილული იქნება სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს პრესასთან.

არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე