საქართველოში სპორტში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა 

12 მარტი 2019, 00:00 1100 ნახვა

 ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ითაა გაზრდილი. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება.

რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების - 23%. ამჟამინდელი მონაცემებით, პარასპორტსმენთა საერთო რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა და ამჟამად 954-ს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი