დღეს, 12 მარტს, ქობულეთის ცენტრში სპეცოპერაციით 2 მოქალაქე აიყვანეს - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში ამ ეტაპზე არ ამბობენ, რა ბრალდებით დააკავეს მოქალაქეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შესახებ წერილობით განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
სპეცოპერაცია ქობულეთში გვიან ღამით ჩატარდა.