ბულვარში უნებართვოდ განთავსებული 4 ობიექტი აიღეს

11 მარტი 2019, 00:00 2029 ნახვა

ძველ ბულვარში არსებული უკანონო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შესახებ მეპატრონეების გაფრთხილების ვადა დღეს დასრულდა ბულვარის  ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 9 ობიექტიდან 4 უკვე აღებულია. დარჩენილ ნაწილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ერთი კვირის ვადაში მათი დემონტაჟიც მოხდება.

რაც შეეხება „პიერ ბათუმს“ ბულვარის დირექტორის თქმით, მეპატრონე საზღვარგარეთ იმყოფება დ ამას რამდენიმე დღეში შეხვდება,  დაგეგმილია კაფესთან განთავსებული ხიდის  დემონტაჟი. პარალელურად ამ ობიექტზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი