შრომის უსაფრთხოება მკაცრდება

10 მარტი 2019, 00:00 1315 ნახვა

დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. უსაფრთხო შრომის ერთ-ერთი გარანტი  შრომის ინსპექციაა, რომელიც ქვეყანაში 2006 წელს გაუქმდა. პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2007 წლიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად 496 ადამიანი  გარდაიცვალა და 830 მძიმედ დაშავდა.

მხოლოდ  გასულ წელს  საწარმოო ტრამვის შედეგად 29 დასაქმებული დაიღუპა, 24 კი მძიმედ დაშავდა. დღეს რთული სათქმელია შეინარჩუნებდნენ თუ არა ისინი სიცოცხლეს თუ ქვეყანაში შრომის ინსპექცია იმუშავებდა.  შრომის ინსპექციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მოვალეობა სწორედ დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო პირობების მონიტორინგი და დარღვევებზე რეაგირებაა.

2018 წლის პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის თანახმადაც, შრომის ინსპექტორებს უფლება მიეცათ ორგანიზაციები შეამოწმონ გაუფრთხილებლად, პირველი სექტემბრიდან კი კანონის გავრცელების სფერო ფართოვდება და ინსპექტირებას დაექვემდებარება საჯარო სამსახურები, მომსახურების სფერო, ანუ ეკონომიკის ყველა დარგი. იგეგმება შრომის ინსპექციის ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც.

ამავე კატეგორიაში