ბათუმში   უკანონო  ნაგავსაყრელი დაიხურა

10 მარტი 2019, 00:00 2352 ნახვა

ბათუმში ტაბიძის  მეორე შესახვევში უკანონო  ნაგავსაყრელი დაიხურა.   სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან  1000 კუბური მეტრის მოცულობის მუნიციპალური, საყოფაცხოვრებო და  ინერტული ნარჩენები  ადლიის ნაგავსაყრელზე გაიტანეს.

ამ ეტაპზე ტერიტორიის გასწორხაზოვნება მიმდინარეობს.  ნაგავსაყრელი   გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია ''სენმა'' იუსაიდის დაფინანსებით  ბათუმის მერიასთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დახურა.  აჭარის მუნიციპალიტეტებში  წელს ''სენმა'' 10-მდე უკანონო ნაგავსაყრელი გააუქმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი