მართველი პარტიის გადაწყვეტილებით ხულოს მერობისთვის ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს 

08 მარტი 2019, 00:00 7901 ნახვა

ხულოს მერობისთვის ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს. გადაწყვეტილება ''ქართულ ოცნებაში'', რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. შტაბში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც

ოფისში პოლიტიკური ლიდერები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ, მსჯელობის შემდეგ კი გადაწყდა, რომ 2019 წლის მაისში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატი, ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. 

ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობას გასული წლის 18 ოქტომბრიდან ასრულებს. მანამდე კი ის ხულოს პოლიციის უფროსი იყო. 

დაახლოებით ხუთი თვის წინ, არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. მანამდე ის შვებულებაში იმყოფებოდა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებდა, რომ წასვლას არსად აპირებდა. 18 ოქტომბერს კი, მოულოდნელად პოსტი დატოვა. მანამდე რამდენიმე საათში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო. თანამდებობიდან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა პირველი მოადგილე. მის ნაცვლად კი პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა.

ხულოში ვადამდელი არჩევნები ორ თვეში გაიმართება, ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ჩანიშნული არ არის. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი