ბათუმის ცენტრალურ პარკში, უნივერსიტეტის წინ, დეკორატიულ ხეებს რგავენ. "ირმის რქის" ხეივანში 80 ხე ისეთი თანმიმდევრობით დაირგვება, რომ ერთობლიობაში გულის ფორმას მიიღებს.

გამწვანების სამსახური გულის ფორმით ხეებს, 8 მარტთან დაკავშირებით რგავს. ირწმუნებიან, რომ "გულში" რამდენიმე თვეში წითელი ფერის ყვავილებს ჩარგავენ.

ხეებს დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, სიმბოლურად, დღის 3 საათზე ქალები დარგავენ. გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას დილიდან ამზადებენ.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს, 1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.
