ბათუმის ბულვარი ''ლურჯი დროშის'' საერთაშორისო პროექტში ჩართვას გეგმავს. მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზაცია „გარემოს დაცვის განათლების ფონდი“ სულ 5 პროგრამას ახორციელებს, რომელთაგანაც „ლურჯი დროშა“ ერთერთია, რომლის მფლობელი ქალაქი 29 კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ ხდება, ესენია: წყლისა და სანაპიროს სისუფთავე, მოსახერხებელი მისასვლელი პლაჟებამდე, შხაპების არსებობა და ასე შემდეგ.
ტურიზმის ექსპერტების განცხადებით, პროექტი გრძელვადიანია, თუმცა ხარისხიანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება არის უმთავრესი საკითხი, რომლის მოგვარების შემდეგ საქართველოში მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტებიც ჩამოვლენ, რადგან ბევრი დამსვენებელი თავის დასასვენებელ ადგილს სწორედ ლურჯი დროშების არსებობით ირჩევს, რომლის მფლობელი ჯერ არცერთი ქალაქია შავი ზღვის რეგიონში. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებით ქვეყანა ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებსაც შეასრულებს.