ქობულეთში საფლავები გაძარცვეს

07 მარტი 2019, 00:00 8460 ნახვა

ქობულეთის სასაფლაოზე საფლავების დიდ ნაწილს რკინის კარი და  მოაჯირები მოხსნეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოებს ხშირად ძარცვავენ. მოქალაქეები, ნაქურდალს ჯართის ჩაბარების პუნქტებში  საკუთარი ძალებით ეძებდნენ.  

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილზე მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ საფლავების ქურდობამ ბოლო პერიოდში სისტემატური სახე მიიღო. ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ ღიად დარჩენილი ათობით საფლავი პირუტყვისგან დაუცველია და ფიქრობენ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი სასაფლაოს ტერიტორიაზე გარეგანათების დამონტაჟებაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქობულეთის სასაფლაოების გაქურდვის ფაქტზე შეტყობინება უწყებაში არ შესულა, შესაბამისად არც მოკვლევა დაწყებულა. 

რაც შეეხება ტერიტორიის გარე განათებას ამ ეტაპზე სამუშაოები ვერ დაიწყება. ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე ამბობს, რომ საკითხი შესასწავლია, სამუშაოებია მოცულობა განსასაზღვრია და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ტერიტორია განათდეს. 

ფოტო: თემო სალუქვაძე

 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში