საკონსტიტუციო სასამართლოში ''სტერეო პლიუსის'' სასარჩელის განხილვა დაიწყო

06 მარტი 2019, 00:00 968 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო შპს „სტერეო პლიუსის“ სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვა. სამაუწყებლო კომპანიას რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ოფშორულმა კომპანიამ თანხის მოთხოვნით სასამართლო დავა დაიწყო. როგორც სტერეო პლიუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, მისი კომპანიის ხელში ჩაგდება  ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს.

ორი სასამართლო ინსტანციის მოგების მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ ბეჟუაშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ისე შეცვალა, რომ სტერეოს მხარისთვის არ უცნობებია.

თუკი დავალიანების ამოსაღებად აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით აუქციონს დანიშნავს, მასში ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას მონაწილეობის  მიღება შეუძლია, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნას, რადგან ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას უფლება არა აქვს საქართველოში ჰქონდეს სამაუწყებლო კომპანიის წილი.

მოსარჩელე სწორედ სააღსრულებო  წესის ამ ნორმის გაუქმებას მოითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნით კანონის ეს ნორმა რამდენიმე თვის წინ შეაჩერა. 

ამავე კატეგორიაში