გარემოსდამცველებმა 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 შემთხვევა დააფიქსირეს. მათ შორის 19 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
532-დან 16 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 193 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ყველაზე ნაკლები, 7 შემთხვევა კი გურიაში.
''სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 30 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 67 ფაქტი, გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 87, ქვემო ქართლის მასშტაბით - 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 61 ფაქტი დაფიქსირდა ''- წერია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.