ლიბიაში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახს თი-ბი-სი ბანკი პასუხობს. განმარტავენ რომ ბანკმა სახლის გამოსყიდვის გრაფიკი შეადგინა და მისი გასხვისების შიში უსაფუძვლოა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს კაპიტნის ოჯახმა გასულ კვირას მიმართა, მათი განმარტებით, საცხოვრებელი გენად კომახიძის სახელზე იპოთეკით იყო დატვირთული და პატიმრობაში მყოფმა დავალიანების გადახდა ვერ მოახერხა, დავალიანების გამო თი-ბი-სი ბანკმა სოფელ განთიადში მდებარე სახლი აუქციონზე გაიტანა.