არჩევნების პროპორციულ სისტემით 2020 წელს ჩატარების პერსპექტივა 

03 მარტი 2019, 00:00 1212 ნახვა

რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკოსები იდეამ გააერთიანა - ცვლილებები კონსტიტუციაში.  „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“-კამპანიის მონაწილე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით 2024 წელს უნდა ჩატარდეს, 2020 წელს კი კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია პროპორციული სისტემით არჩევნების 2020 წელს ჩასატარებლად მილიონი მხარდამჭერის მობილიზებას გეგმავს.

კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში დასარეგისტრირებლად კი ინიციატორებს 200 000 ხელმოწერა სჭირდებათ. ოცზე მეტი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრაზე „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ 78 წევრის ხელმოწერა წარადგინა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებას ჯერ კიდევ 2015 წელს ითხოვდნენ. საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების 2020-დან 4 წლით გადავადების ფაქტს შარშან სამწუხარო უწოდა ვენეციის კომისიამაც. 

ამავე კატეგორიაში