ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია გააპროტესტა მოსახლეობამ სოფელ ნიკიტაურში . შეკრებილების თქმით „ენერგო-პრო ჯორჯია“ არსებულ გაყვანილობას კიდევ რამდენიმე ხაზს ამატებს , რაც მაღალ ძაბვას გაზრდის.
ადგილობრივები აქციების გაგრძელებას აანონსებენ. სამუშაოების განხორციელებაზე ნებართვა ხელვაჩაურის მერმა მისივე თქმით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გასცა, ენერგოკომპანიაში კი აცხადებენ , რომ გაყვანილობა 1937 წელს არის გაკეთებული, ამიტომ რეკონსტრუქციას საჭიროებს, თუმცა მათივე ინფორმაციით გათვალისწინებულია სისტემის გაუმჯობესება და არა ძაბვის მატება.