ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირთა საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებული, იმედა აბაშიძე გახდა შეუძლოდ დარბაზში შემოსვლამდე. რასაც მისი ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც იგი დარბაზში დაბრუნდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთ მოწმეს მოუსმინა, ასევე გამოიკვლია პროკურატურის მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრები. დაცვის მხარისთვის გაუგებარია ჩანაწერების შინაარსი და აცხადებს, რომ საუბარში არ დასტურდება ქურდული გარჩევების ფაქტი. ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია.