ე.წ. ზონალური საბჭოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებლობას

27 თებერვალი 2019, 00:00 2215 ნახვა

ხმაურიანი განხილვა ე.წ. ზონალური საბჭოს სხდომაზე. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები ესწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. კამათი მოჰყვა აქამდე გაცემულ თანხმობებსაც, მათ შორის - ძეგლებზე სამშენებლო ნებართვებს. სწორედ ეს არის ის საბჭო, რომლის გაუქმებას და ძეგლების საბჭოსთან შერწყმას ითხოვენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. სადავოა მეორე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც.  ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი მიმართავს აჭარის განათლების მინისტრს, სწორედ ამ საბჭოს მიერ გაცემული თანხმობის გამო.

წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აჭარის მთავრობამ „მოდერნის“  სახელით ცნობილ ძეგლზე ჩარევა არ უნდა დაუშვას, ამით კი ავთენტურობის შენარჩუნებასთან ერთად,  საერთაშორისო სკანდალსაც აიცილებს. ამას დაუშვებლად მიიჩნევს ობიექტის მეპატრონე. ბრძოლა გრძელდება - ახლა საზოგადოება ბათუმის მერის და მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების  მოლოდინშია. მერმა უნდა გადაწყვიტოს გასცემს თუ არა ნებართვას კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზეც გზშ-ს გარეშე. დღეს ამ ობიექტზე ზონალური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი