ექსპედიციის დროს დაჭერილი შავი ზღვის ზვიგენი ზღვაში დააბრუნეს

27 თებერვალი 2019, 00:00 4501 ნახვა

შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს საზღვაო ექსპედიცია დასრულდა.  2019 წლის პირველი  ექსპედიციის ფარგლებში თევზჭერა სანაპიროს სხვადასხვა უბანზე განხორციელდა. 

ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა  შავი ზღვის ზვიგენიც დაიჭირეს, რომელიც სპეციალისტებმა მალევე დააბრუნეს ზღვაში.

"საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გარემოში იქნა დაბრუნებული" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ფარგლებში, ექოსაუნდერით სკანირებით შეგროვდა მასალა  ზღვის სანაპიროზე თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ. ასევე, წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულედება.

ამავე კატეგორიაში