მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატმა მოინახულა. დავით ჯანდიერის განცხადებით, სასულიერო პირს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
საპატიმროს დატოვების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი იყო, რომელშიც მისივე თქმით ასევე იქნება საუბარი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.