კურორტ გოდერძზე სათხლამურო ტრასაზე სრიალის დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა. 27 წლის გოგოს დახმარება მოთხილამურე პატრულმა გაუწია.
სპეციალური აღჭურვილობით დაშავებული კურორტის სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.
შსს ინფორმაციით ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხულოს საავადმყოფოში გვითხეს, რომ კურორტიდან საავადმყოფოში დაშავებული მოქალაქე არ გადაუყვანიათ.