მეგობარ გოგოზე, მეუღლის დედასა და ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობისთვის აჭარაში 6 პირი დააკავეს

24 თებერვალი 2019, 00:00 3947 ნახვა

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, აჭარაში სხვადასხვა დროს, ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

ერთი დაკავებული 33 მამაკაცია. სამართალდამცველებმა გამოძიებით დაადგინეს, რომ მან 2019 წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეგობარ გოგონას - 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს მიაყენა, რომელმაც მოგვიანებით თვითმკვლელობა სცადა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მეორე ბრალდებული კი პოლიციამ 75 წლის ქალის ცემის ბრალდებით დააკავა. 53 წელს დაბადებული პ.გ. მეუღლის დედის - 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად. დაზარალებულ ქალს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით , აჭარაში სამართალდამცველებმა კიდევ ოთხი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. .

გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი