შრომის ინსპექტორს უფლებები გაეზარდა

20 თებერვალი 2019, 00:00 2078 ნახვა

2019 წლის პირველი სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ორგანული კანონი. საკითხს მესამე მოსმენით გუშინ მხარი ყველა იმ დეპუტატმა დაუჭირა ვინც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ახალი კანონით გაფართოვდა ინსპექტორების საქმიანობის არეალი - ანუ სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების ინსპექტორები უფლებამოსილი იქნებიან ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმო შეამოწმონ გაფრთხილების გარეშე დღის, ან ღამის ნებისმიერ დროს. აქამდე უფლებამოსილება მხოლოდ საფრთხის შემცველ საწარმოებზე ვრცელდებოდა.

დამრღვევი შესაძლოა გააფრთხილონ, დააჯარიმონ, ან საქმიანობა შეუჩერონ. ცვლილებების დაწყებიდან დღემდე ინსპექტორებმა ქვეყნის მასშტაბით 150-მდე კომპანია შეამოწმეს, ძირითადად დარღვევებია სამთო-მოპოვების და სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი