დღეს შუამთობაა

06 აგვისტო 2016, 00:00 2564 ნახვა

კურორტ ბეშუმში, დღეს შუამთობის დღესასწაული დილიდან აღინიშნება. სახალხო ზეიმზე, ასობით ადგილობრივი და ჩასული სტუმარი შეიკრიბა. ტრადიციისამებრ, დღესასწაულის ფარგლებში, შუამთობაზე მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა ახალდაქორწინებულებს. მათ გიორგი კვირიკაშვილისა და ზურაბ პატარაძისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. შუამთობის დღესასწაული  ფოლკლორული კონცერტით დაიწყო და სპორტული შეჯიბრებებითა და დოღით გაგრძელდა. შუამთობის დღესასწაულს დაესწრნენ აჭარის სამუფთოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი