მერიამ ძველ ბათუმში სავაჭრო ობიექტების მფლობელებს რეკლამები ჩამოახსნევინა

20 თებერვალი 2019, 00:00 10865 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძველი ბათუმში, მონიტორინგის სამსახურმა, რესტორნების და სხვა სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს გარე რეკლამები ჩამოახსნევინა

 "გაფრთხილებები უკვე დაურიგდათ ქუთაისისა და ზ. გამსახურდიას ქუჩებზე არსებული კომერციული ობიექტების მეპატრონეებს. ისინი ვალდებულები არიან, 3 დღის ვადაში მოაწესრიგონ როგორც გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევები, ასევე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა" - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ფოტო: ბათუმის მერიის ფბ გვერდი 

ამავე კატეგორიაში