ბათუმის საქალაქო სასამართლოში მინდია გორაძის(ლავას ოღლის) პროცესი განახლდა

19 თებერვალი 2019, 00:00 1511 ნახვა

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. პროკურატურის წერილობითი მტკიცებულების  გამოკლვევისას დაცვის მხარის ადვოკატები საქმის პროკურორს ირაკლი დონდოლაძეს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ადვოკატების კითხვებზე პასუხისგან თავის არიდება გახდა. 

პროკურორმა  მიიჩნია, რომ ეს მოგვიანებითაც იყო შესაძლებელი.  ფაქტი  ბრალდებულებმა  ზაალ  ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემაც გააპროტესტეს.  საქმის განხილვა და  მოწმეების დაკითხვის პროცესი გრძელდება. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი გასული წლის ივლისში ბათუმში დააკავეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში