ოპოზიცია "TBC ბანკის" საქმის განხილვას საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს

19 თებერვალი 2019, 00:00 1594 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია "თიბისი ბანკის" საკითხის შესწავლას საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს.  ამის საჭიროებას მმართველი პარტიის დეპუტატები ვერ ხედავენ, ვიდრე გამოძიებას სამართალდამცავები არ დაასრულებენ.  გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარეძე არ გამორიცხავს  „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხი პარლამენტში მაინც იმსჯელონ.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გუშინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ  პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება უსაფუძვლოა, ბანკის წინააღმდეგ მიმართული საგამოძიებო საქმიანობა კი ნეგატიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკაზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი