მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 610 ათასზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა

16 თებერვალი 2019, 00:00 1388 ნახვა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უკვე 610 ათასზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა. ჯამურად კი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს.  უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 33 მილიონ 700 ათასზე მეტი ლარი დაზოგეს. ამასთან, საკადასტრო აზომვითი ნახაზების სუბსიდირების პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდა, სახელმწიფომ 276 ათასზე მეტი აზომვითი ნახაზის მომზადება 22 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. 

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. რეფორმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნა ნებისმიერ დროს კვლავაც შეეძლება მოქალაქეს, რომელიც თავად წარმოადგენს შესაბამის უფლების დამდგენ დოკუმენტებს.

ამავე კატეგორიაში