ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაშია გადაყვანილი, სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მსჯავრდებული საავადმყოფოში კვლევებისთვის გადმოიყვანა.
გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ამ ეტაპზე დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თორნიკე მამალაძემ უთხრა, რომ კლინიკაშ ახლა მივიდნენ.
"ინტერპრესნიუსი" სპეციალური პენიტენციური სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, N9 დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით გადაიყვანეს".
უწყების ინფორმაციაში წერია, რომ მამალაძესთან ორჯერ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პირველ შემთხვევაში კარდიოლოგიურ კვლევაში საგანგაშო ცვლილებები არ შეიმჩნეოდა და დეკანოზი დატოვეს N9 პენიტენციალურ დაწესებულებაში, მეორედ გამოძახებაზე კი, 21.35 წუთზე, მსჯავრდებული კვლევებისთვის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.