ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ერთიანდება. 21-მა ოპოზიციურმა პარტიამ კამპანია „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს და ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან ხელმოწერების ფურცლის ნიმუშებს ელოდებიან, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
ოპოზიციის მოთხოვნაა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა მანამდე საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.