სოფელ წყავროკის მეთხილე ფერმერებს სპეციალისტებმა კვირტის ტკიპასთან ,ასევე სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები გააცნეს. ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს სწორი გასხლვა-ფორმირების ,ასევე საჭირო პესტიციდების და თხილის კულტურის შეწამლვის ვადებზე.
სწავლება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის პროგრამით ჩატარდა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრიც ესწრებოდა. მისი გაცხადებით ექსტენციის პროგრამაში გაზაფხულიდან 2 მობილური ლაბორატორია ჩაერთვება.