4 წლის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

12 თებერვალი 2019, 00:00 1221 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, წინასწარი შეცნობით  არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ  2018 წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა   ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა  მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის  დაზიანებები.

მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  მას  სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი