ჭავჭავაძის ქუჩაზე მეხანძრეები ცეცხლს აქრობენ

11 თებერვალი 2019, 00:00 3786 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისის მოპირდაპირე მხარეს, მეხანძრეები ხანძარს აქრობენ. ძლიერი დაკვამლიანება ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე შეინიშნება.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი მაუწყებელთან ამბობს, რომ სახლში მოქალაქეები არ იმყოფებიან. პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული.

ფოტო: გიგა გელხვიიძე 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად 5 ოჯახი დაზარალდა.

ბათუმის მერიაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.

ფოტო: მზია მართალიშვილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფები ადგილზე მუშაობენ.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი